|
2020-12-18 11:54:19, 590 ნახვა
საზოგადოება
2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს
2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს, - ამის შესახებ ანგარიშის წარდგენისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე, დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა „მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად არხს ,,112“ წარმოადგენს. მაგალითისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „112“-ის ოპერატორებმა 2 მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში, ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი. მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ იმატა არამიზნობრივმა ზარებმაც, ვინაიდან კოვიდთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა 112-ზე რეკავდა, შესაბამისად, იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი. 112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე. ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო“, - აღნიშნავს გომელაური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)