00:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 23:00:16, 542 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არ უხვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზას

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არ უხვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ  „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების თაობაზე. 

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ქვეყნისთვის გამოხატული მხარდაჭერის კუთხითაც. 

„როგორც იცით, ჩვენ პანდემიის დაწყებისთანავე დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა შეგვექმნა ფისკალური და მაკროეკონომიკური ე.წ. ჩარჩო რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ფონდთან წარმატებით დაასრულა ამ თემაზე მოლაპარაკებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად აღნიშნავს, რომ ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ გადადგა როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ისე სოციალური ღონისძიებების თვალსაზრისით, იყო დროული და ადეკვატური და ეს არის ჩვენი სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის აღიარება", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ  სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა და საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics