|
2020-12-17 22:52:47, 556 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მონაწილეებს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება აღარ ექნებათ
„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული ცვლილებით, პროგრამის ბენეფიციარებს უმარტივდებათ პირობები და მათ აღარ ექნებათ კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ თხოვნით მთავრობას ხშირად მიმართავდნენ პროგრამის ბენეფიციარი საწარმოები, რომ მომხდარიყო ვალდებულებით განსაზღვრული პროდუქციის იმ რაოდენობის გადახედვა, რასაც ისინი აწარმოებდნენ. „ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად აწევთ მეწარმეებს. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამას, რომ თუ ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია, ბუნებრივია, ის მოწადინებულია, გამოუშვას პროდუქცია და მიიღოს უკუგება. მაგრამ პროდუქციის გამოშვება ხშირად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც ცვალებადია, განსაკუთრებით რთულ და კრიზისულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ვამარტივებთ მიდგომას და კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება იქნება მოხსნილი," - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)