19:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 11:06:11, 576 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უნდა იყოს წარმოდგენილი

"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისთაბლიშმენთში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შრომატევადი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე.

"მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისთაბლიშმენთის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის გაერო-ს რეზოლუცია იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ამ მიმართულებით ქვეყანას დადებითი პროგრესი აქვს. "ყოველწლიურად საქართველო აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ეხება დევნილთა პრობლემებს. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 60-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics