|
2020-12-15 20:26:25, 817 ნახვა
კომენტარი
მეგრელიშვილი - თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ „ენმ“ კრიზისულ სიტუაციაში საჭირო პოზიციებზე ჩამოყალიბებული არაა
„თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ „ენმ“ არაა ჩამოყალიბებული პოზიციებზე, რომელიც საჭიროა კრიზისულ სიტუაციაში“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მკაფიო პოზიციების არ არსებობა იწვევს გაუგებრობას პოლიტიკურ პარტიებში. „ცოტა რთულია სხვა პარტია შევაფასო, როდესაც ცოტა ხნის წინ ჩვენს პარტიაშიც იყო მსგავსი გაყოფა თუ გაუგებრობა. მაგრამ განსხვავება „გირჩსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არის უზარმაზარი. ენმ არის დიდი პარტია, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ვართ, თითქმის მთავარ როლს თამაშობს და ენმ-ზე ძალიან ბევრი რამე იყო და არის დამოკიდებული. ამ მომენტში ზუსტად ნაციონალური მოძაობის თავმჯდომარის წასვლა ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ თავად ენმ მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული იმ პოზიციებზე, რომელიც ასე რიგად საჭიროა დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გასაგები იყოს, ხვალ თუ ასე განვითარდება ჩვენ ასე ვიქცევით, თუ სხვანაირად, მაშინ სხვანაირად მოვიქცევით. ასეთი მკაფიოობა და ასეთი სიცხადე ნამდვილად არაა პოლიტიკური პარტიებისთვის დღევანდელ ვითარებაში დამახასიათებელი და ამას მიანიშნებს ის პრობლემაც, რომელიც ბატონ გრიგოლსა და მის პარტიას შორის გაჩნდა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)