18:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:45:02, 792 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველოში ნატო-ს ცენტრმა მოქმედება წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს

"საქართველო და ნატო იმ იდეის ერთგული  ვართ, რომ ტრენინგისა და შეფასების ცენტრმა მოქმედება წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს",-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხვალ იმ ადგილს ესტუმრება, სადაც ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში,  ცენტრი უნდა გაიხსნას.
ვერშბოუს მტკიცებით, ცენტრი საქართველოს თავდაცვის სექტორის გაძლიერებაში დაეხმარება.
"გასული წლის სამიტის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ძალზე მნიშვნელოვანი საქართველო-ნატოს პაკეტის გაძლიერებას, რაც საქართველს თავდაცვისუნარიანობას ამყარებს. მის თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან აღრმავებს, აღნიშნული პაკეტი მოამზადებს საქართველოს ალიანსის წევრობისათვის, პაკეტის ნაწილის თვალსაზრისით, ტრენინგისა და შეფასების ცენტრის დაარსებაზე ვისაუბრეთ და ხვალ მექნება ვიზიტი ერთ-ერთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ცენტრი გაიხსნას. საქართველო და ჩვენ იმ იდეის ერთგულები ვართ, რომ ცენტრი უნდა ავიდეს და დაიწყოს მოქმედება წლის ბოლოსთვის, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს,  გააუმჯობესოს, გააძლიეროს  თავდაცვის სექტორი და იგი სხვა მოკავშირეებისთვისაც,   ნატოს პარტნიორებისთვისაც იქნება გახსნილი, რადგანაც საქართველოს გეოგრაფია და მისი შეიარაღებული ძალების მაღალი მომზადების დონე ერთად ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომ ფართო  ჯგუფთან პარტნიორებისა და მოკავშირეების, მოხდეს ტრენინგის ჩატარება და თავსებადობის ამაღლება დაინტერესებულ ქვენებთან. იქნება ნათელი გამჟღავნება ნატო-ს ვალდებულებების სქართველოს მიმართ, იმ მიზნების  განხორციელებისა, რომელიც ნატო-საქართველოს პაკეტშია გაწერილი.ჩვენ გვაქვს კიდევ დარჩენილი სამუშაო და მე მქონდა სხვადასხვა თემების განხილვა ბატონ მინისტრ ჯანელიძესთან, ბაქრაძესთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფართო სპექტრზე და დაგეგმილი მაქვს სხვა შეხვედრებიც",-განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ და აქვე დასძინა, რომ ნატო   საქართველოს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics