11:58 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 17:54:40, 574 ნახვა

პოლიტიკა
მე-10 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე კი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კი მაია ბითაძე იქნება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს,  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი მაკა ბოჭორიშვილის იქნება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ბექა ოდიშარია, ჯანდაცვის კომიტეტს კი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics