|
2020-12-11 17:37:12, 503 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა
მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ცნობად მიიღო. პრემიერის არჩევამდე მთავრობა მოვალეობის შესრულებას კვლავ განაგრძობს. ახალარჩეული პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლითაა განსაზღვრული. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს სამი კვირის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)