11:58 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 12:31:58, 464 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.

ოპოზიციური სპექტრი ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღშია შეკრებილი და სამ დოკუმენტს აწერენ ხელს.

პირველი დოკუმენტით ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების  შედეგებს არ აღიარებენ და მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნებს ასახელებენ.

მეორე დოკუმენტით კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

მესამე დოკუმენტით კი ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას ე.წ. სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics