|
2015-01-29 16:03:57, 2623 ნახვა
მსოფლიო
ევროასპარეზზე პროგრესის მისაღწევად, ლატვია საქართველოს აქტიურად დაეხმარება
ევროპულ ასპარეზზე პროგრესის მისაღწევად ლატვია საქართველოს აქტიურად დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოსა და ლატვიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს რიგაში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი და დზინტარს რასნაჩი შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ, მათ შორის, რიგის სამიტს და ამ სამიტზე საქართველოს პროგრესს. „საქართველოსათვის რიგის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და გვაქვს იმედი, რომ რიგის სამიტიდან ხელცარიელი არ წამოვალთ. ამ გზაზე ქმედით დახმარებას გვპირდება ჩემი ლატვიელი კოლეგა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა რიგის სამიტის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მართლმსაჯულების რეფორმას, მთავრობების ანტიკორუფციულ ნაბიჯებს, სერვისების მიწოდების საკითხს და კანონშემოქმედებით საქმიანობას. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასევე, იმ გარემოებას, რომ ყოველი ნაბიჯი ევროპისკენ იწვევს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და რომ რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა აფხაზეთთან ხელშეკრულება, რითაც ქართული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მინისტრები დეოკუპაციის, ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ შეთანხმდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოადგილესთან გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად, რიგაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთპარტნიორობის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც დღეს გაიმართება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)