08:27 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 16:59:55, 752 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასთან შეთანხმებით დასრულდეს

დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასთან დასრულდება შეთანხმებით და გაგრძელდება ნორმალური პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება.

„ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ეს ემსახურებოდა პოზიციების უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგომ თანამშრომლობას, რაც ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული შეკრება.

არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და ჩვენ განვაგრძოთ ნორმალური პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics