|
2020-12-07 16:39:10, 431 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა არა ხელახალი არჩევნების, არამედ საარჩევნო რეფორმის ხაზით
ხელისუფლებასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა უკეთესობის ნიშნები საარჩევნო რეფორმის ხაზით, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის' ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არა საარჩევნო რეფორმა, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება და ყველაფერი ამას უკავშირდება. "ბიძინა ივანიშვილის მიზანია, საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, როგორმე ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და მაქსმიალურად სხვა საკითხებზე წამოვა დათმობებზე. თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა და შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)