10:02 - 26 Jul, 2026
|
2020-12-05 21:24:22, 660 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩქას რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა,. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა და გარდაცვლილი საქართველოში დღეს გადმოასვენეს. "2020 წლის 4 დეკემბერს, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში 5 დეკემბერს გადმოასვენეს. გარდაცვლილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)