|
2020-12-05 14:41:06, 755 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია - ოპოზიციას მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს
ოპოზიციას მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიამ აღნიშნა, რომ პროცესი, როდესაც წყდება პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი, ნერვების ომია. „ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციას, იმ ადამიანებს, ვისაც პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ასეთი მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს. ამის გაცნობიერება არის უბრალოდ მნიშვნელოვანი. ეს ნერვების ომია, იოლი არ არის, მეც გამომიცდია ჩემს თავზე, ვიცი რომ რთულია მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ საჯარო ინტერესი ყოველთვის პირად ინტერესზე მაღლა უნდა დადგეს. მე არ მინდა, რომ რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)