|
2020-12-04 17:29:31, 555 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - კრიზისის განმუხტვის გეგმა წერილობით გადავეცით ელჩებს და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“
კრიზისის განმუხტვის გეგმა წერილობით გადავეცით ელჩებს და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური პასუხის მიღებამდე ელჩებთან შეხვედრის დეტალებს არ გაასაჯაროებენ. „დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეჯერებული პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა დეტალურად. ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, დეტალურად, წერილობით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ როგორც ფასილიტატორებმა, ეს მიაწოდონ ოფიციალურად „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე დოკუმენტირებულ, ოფიციალურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)