|
2020-12-03 14:52:36, 548 ნახვა
საზოგადოება
2020 წლის 3 დეკემბერს საქართველო „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობით ხვდება
იუსტიციის სამინისტრო 2020 წლის 3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შედეგად საქართველოს პირველად აქვს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს. ახალი კანონის უმნიშვნელოვანესი სიახლეებია:
კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. მისი პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2017 წელს სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. კანონის გარშემო აქტიური საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობდა საპარლამენტო განხილვების ფორმატშიც, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დეპუტატ რატი იონათამიშვილის ჩართულობა კონსულტაციების ორგანიზების პროცესში. კანონი ძალაშია 2020 წლის 28 ივლისიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)