|
2015-09-27 13:58:52, 1850 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშლი პრემიერის მიმართ კრიტიკაზე: ყველას მოვუწოდებ, გადავამოწმოთ, სანამ გრძელი გამოსვლები გვექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტსა და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოემხაურა. ხიდაშელმა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, ინფორმაცია ჯერ გადაამოწმონ და შემდეგ გააკრიტიკონ. თინა ხიდაშეილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვრცელი სიტყვით წარსდგება. "ვფიქრობ, სამიტზე ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგზაო რუკაც კი იყო საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის. მინდა, ყველას მოვუწოდო, გადავამოწმოთ ხოლმე, სანამ გრძელი და მრავლისმეტყველი გამოსვლები გვექნება. ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელზეც აკრიტიკებდნენ, გაეროს ტრიბუნიდან იქნება სხვა გამოსვლა, დიდი გამოსვლა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, პოლიტიკოსთა ნაწილმა გაერო-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)