|
2020-12-03 11:48:53, 470 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში მულტიფუნქციური სკვერი ეწყობა
სამგორის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სკვერებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას აწყობს. ვარკეთილში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მე-4 მიკრორაიონის N420-425 კორპუსების მიმდებარედ გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო. 7 300 კვ.მ ფართობზე ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება. პროექტის ღირებულება 678 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ასრულებს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)