|
2020-12-03 11:29:00, 614 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დადგენილი შეზღუდვები არ უშლის ხელს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, წესები აღსრულებული უნდა იყოს
წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსის გავრცლება ორ თვეში ვერ შეჩერდება, თუმცა შეზღუდვები გამოიწვევს აღნიშნული პროცესის დაჩქარებას. „შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. დავიცვათ შეზღუდვები, რომ დავიცვათ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ შეზღუდავს არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს კანონი და ეპიდემიოლოგები გვიყენებენ, არ არის რთული შესასრულებელი. შეგვიძლია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ ელემენტარული წესებიც. არ არის რთული პირბადის ტარება. მინდა, შსს-ს წარმომადგენლებს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, – განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)