|
2020-12-03 11:23:52, 488 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - უკიდურესად მნიშვნელოვანია, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა
ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია მთავრობის სხდომზე განაცხადა. გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის ირგვლივ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მწვავე დისკუსიები გაიმართება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და დაავალა, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და გვექნება მწვავე დისკუსიები ბიუჯეტის ირგვლივ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)