|
2020-12-02 13:32:26, 749 ნახვა
კომენტარი
ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლებას სურს, მძევლად აიყვანოს ადამიანები და ევაჭროს ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში
ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ოპოზიციური ლიდერების განახლებულ სასამართლო პროცესებს. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ აიყვანის მძევლად ადამიანები და ამით ევაჭროს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში. „ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს სასამართლოები, პოლიტიკური პროცესები, საქართველოს მთავრობამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას გაფორემბული ჰქონდა მათ შორის ელჩების თანდასწრებით, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა, ეს შეთანხმება დაირღვა და ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს. ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ახლა უნდა, რომ ადამიანები აიყვანოს მძევლად, პირად პოლიტიკურ პატიმრებად და ამით ევაჭროს ოპოზიციას. ვთვლი, რომ ერთიანობა და კიდევ ერთი მტკიცე განცხადება, რომ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და არ აურჩევია ხალხს, შესვლა იქნება გარიგება ბიძინა ივანიშვილთან და ამაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და „მთავარი არხის“ დირექტორის პროცესები განახლდა. კერძოდ, 7 დეკემბერს ნიკა გვარამიას, 10 დეკემბერს გიგი უგულავას, 14 დეკემბერს ირაკლი ოქრუაშვილის, ხოლო 15 დეკემბერს ნიკა მელიას სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)