|
2020-12-02 09:07:09, 605 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს ექსპერტები - უნდა გავაფართოვოთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან
ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან, ქვეყნებთან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან, თუმცა რუსეთის მხრიდან მუდმივ საგარეო და საშინაო ზეწოლას განიცდიან. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის ანგარიშში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს დაამყაროს ერთპიროვნული მმართველობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და ასევე, შეზღუდოს მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამასთანავე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსის „ღია კარის პოლიტიკა“ გაძლიერებული უნდა იყოს და გააქტიურებული. „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს გააქტიურებული, ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან“, - აღნიშნულია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის ინფორმაციით, დღეს, საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)