02:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 10:55:23, 605 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. სტუმრებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ევროინტეგრაციის კუთხით შსს-ს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების განხორციელების შესახებ, კერძოდ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციის თაობაზე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ სტუდენტების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics