07:14 - 28 Jul, 2026
|
2020-12-01 15:41:59, 621 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე კარტოგრაფებზე - ივანიშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის არაფრად ჩააგდო ამ ადამიანების ბედი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ე.წ კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ეს არის საქმე, რომელიც არის დანაშაული ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ივანიშვილის მხრიდან. „კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკური მიზნებით შეთითხნილი საქმე, რომელიც არის დანაშაული ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც პოლიტიკური მიზნებისთვის არაფრად ჩააგდო ამ ადამიანების ბედი, მათი პროფესიული გამოცდილება, მათი უმწიკლოება, მათი სტაჟი, მათი სამსახური ქვეყნის მიმართ და ისინი შეწირა თავის პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის საქმე, რომელსაც არ გააჩნია მოტივი, შედეგი და ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტი“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)