|
2015-09-26 13:35:06, 3150 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონ“-ში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია “ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგადთერაპიულ პრაქტიკაში“ მიმდინარეობს,. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია შპს „ბიომედიკა“-ს (გერმანული კომპანია „ჰეელ“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ორგანიზებით, ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაცია „უპირველესია, არ ავნოს“ თანამონაწილეობით და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება. კონფერენცია გახსნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისას წარმოშობილი მწვავე ტკივილის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის თავიდან აცილების ზგები ბიორეგულაციური თერაპიის მეშვეობით; მედიკამენტური თერაპია-ორსული და ბავშვი; ბიოლოგიური თერაპიის შესაძლებლობები პედიატრიულ პრაქტიკაში; მწვავე ბრონქიტის მკურნალობის მეთოდები ბავშვთა ასაკში კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატების მეშვეობით; მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა შინაგანი დაავადებების კლინიკაში-ბიორეგულაციური მიდგომა და შაქრიანი დიაბეტი ტ. II მკურნალობის გამოცდილება ფირმა „ჰეელ“-ის კომპლექსური პრეპარატებით. მოხსენებებს წარადგენენ ავტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტები. კონფერენციას ესწრებიან სამედიციცინო დარგის სპეციალისტები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)