19:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 14:21:07, 3214 ნახვა

ომი უკრაინაში
სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურში ქალს, რომელმაც ფეხმძიმობის პერიოდში კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა შეეძინა ბავშვი, რომლის ორგანიზმშიც COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სელინ ჩენმა კორონავირუსი მარტის თვეში გადაიტანა, მაშინ, როდესაც ის ჯერ 10 კვირის ორსული იყო.  ინფექცია საკმაოდ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა და ორი კვირის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.

„ეს ძალიან საინტერესოა, მისმა პედიატრმა განაცხადა, რომ ჩემი ანტისხეულები ოდრინს, ჩემს შვილს გადაეცა. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ეს ანტისხეულები მე მას ფეხმძიმობის პერიოდში გადავეცი“, - აცხადებს სელინ ჩენი.

მედია იუწყება, რომ შესაძლოა ეს სინგაპურში მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის, რადგან ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრმა ორსულმა ქალმა გადაიტანა კორონავირუსი. თუმცა ამ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ბავშვი პირველია, რომელსაც დაბადების შემდეგ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა.

როგორც მედიკოსები აცხადებენ ჯერჯერობით არ დადასტურებულა თუ კონკრეტულად რა გზით გადაეცა დედისგან ბავშვს ანტისხეულები. ასევე ექიმების თქმით, ეს ანტისხეულები მას თითქმის ერთი წლის მანძილზე დაიცავენ ინფიცირებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics