14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 12:01:37, 822 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: მოკლევადიანი მერყეობა ისეთი საკურსო რეჟიმისთვის როგორიც საქართველოს აქვს, ნორმალურია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის მოკლევადიანი მერყეობები ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს, ნორმალურია.

ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 34-ე შეხვედრის დასრულების შემდგეგ განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ ჯანსაღი პოლიტიკა იქნება, გამყარების ტენდენცია  დაიწყება.

„მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს. გრძელვადიან  და საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი, თანმიმდევრული პოლიტიკა და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომ  გამყარების ტენდენცია იქნება.  ეს დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც მთლიანად უნდა გატარდეს სახელმწიფოში“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული  ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბების 34-ე  შეხვედრას მასპინძლობს. ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრას გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაში მონაწილეობს კლუბის 23 ქვეყნის მმართველი ცენტრალური ბანკებიდან. საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა    ვალუტის გაცვლით კურსსა და მაღალ დოლარიზაციაზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics