06:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 17:05:27, 608 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: რუსეთის მოქალაქეებს აქ არ ემუქრებათ რაიმე საშიშროება - მათ საშიშროება ემუქრებათ რუსეთში

რუსეთის მოქალაქეებს აქ არ ემუქრებათ რაიმე საშიშროება, რუსეთის მოქალაქეებს საშიშროება ემუქრებათ რუსეთში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის თავისთვის სასარგებლო განცხადებებს გააკეთებს და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

„რა საკვირველია რუსეთი ყოველთვის თავისთვის სასარგებლო განცხადებებს გააკეთებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს, საქმე იმაშია, რომ ამ განცხადებებს, რომლებიც თავის სასარგებლოდ ჟღერდება, უნდათ რომ რაღაცა შედეგი მიიღონ და სპეკულაციურად გამოიყენონ ჩვენმა ოპონენტებმა, ეს იმდენად ფსკერზე დევს, რომ დამატებითი კომენტარიც არ შეიძლება იყოს. რუსეთის მოქალაქეებს აქ არ ემუქრებათ არანაირი საშიშროება. რუსეთის მოქალაქეებს საშიშროება ემუქრებათ რუსეთში“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics