07:42 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 10:53:48, 866 ნახვა

სამართალი
შსს-მ მუხიანში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics