|
2020-11-27 14:50:10, 609 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით უქმდება
რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ზონალური-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი ამ დროის განმავლობაში უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარკირების ამგვარი რეფორმა ადამიანების მოტივაციისკენ იყო მიმართული, რათა ემგზავრათ მუნიციპალური ტრანსპორტით. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს, რომ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალური-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი ამ დროის განმავლობაში უქმდება“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)