06:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 12:54:48, 710 ნახვა

პოლიტიკა
გაიმართება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციის აქცია

დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ცვლის რეალობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ შეკითხვის, გაიმართება თუ არა მეათე მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციის აქცია, საპასუხოდ უპასუხა. 

როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, შესაძლოა დიდი და მასშტაბური აქცია პარლამენტის წინ აღარ შედგეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია ჯერ კიდევ მსჯელობს და გადაწყვეტილება არ მიუღია.

„დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ცვლიან არსებულ რეალობას, ჩვენ ამიტომ ვიკრიბებით რომ დავგეგმოთ. რაც შეეხება აქციებს, ისინი სხვადასხვა სახის იქნება ,თუმცა დიდ აქციას, რომელსაც ვფიქრობდით პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, ალბათ გადავგეგმავთ ამას. არ გამოვრიცხავ რომ აღარ შედგეს, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics