06:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 12:18:08, 559 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მასშტაბური „ლოქდაუნი“ არა ეპიდემიის, არამედ პოლიტიკური პროცესის შესაჩერებლად მიიღეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასშტაბური „ლოქდაუნი“ არა ეპიდემიის, არამედ პოლიტიკური პროცესის შეჩერებას ემსახურება.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, მიუხედავად „ლოქდაუნისა“ ოპოზიციის პროტესტი არ შეწყდება.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება. ეს ლოქდაუნი მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ვიმსჯელებთ დღეს სამომავლო გეგმებზე.

საფუძვლიანი ეჭვია, რომ ასეთი მასშტაბური ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე რეალურად ეპიდემიის შეჩერების ემსახურება, ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის ისიც, რომ ქვეყანა უმძიმესი კატასტროფის წინაშეა დამდგარი და სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics