06:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 16:48:27, 517 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ.

„ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ამ პერიოდში 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა  გაფართოვდეს და მას რესტორნებიც დაემატება, რომელთაც 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ",  - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics