06:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 12:21:52, 625 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შემხვედრი წინადადებები უნდა მოიტანოს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციას კომპრომისისთვის ძალიან ვიწრო სივრცე აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს შემხვედრი წინადადებები, რათა მოხდეს პოლიტიკური კრიზის განმუხტვა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ მოიტანდა რაღაც შემხვედრ წინადადებებს. თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს იმას, რომ ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის, რაც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, ძალიან ცდება. ჩვენ ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობა არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოიტანონ ის შემხვედრი წინადადებები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტისთვის. ჩვენ კომპრომისისთვის ძალიან ვიწრო სივრცე გვაქვს, ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ამომრჩეველი, ვისაც წაართვეს არჩევანი 31 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩვენი კომპრომისი იყო ზუსტად ის, რომ ჩვენ ველოდებით მათ წინადადებებს“,  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსნებთ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics