|
2020-11-25 10:47:05, 553 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე-ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან
რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსი ნაწილობრივ დააზიანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ არსებულ სიტიუაციას ადგილზე გაეცნო. ,,ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ხელშეწყობა, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დოკუმენტაცია, რომელიც მათ სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილური, ადეკვატური სარეალიზაციო ფასი და ყველა ოჯახმა შეძლოს შესაბამისი შემოსავლების მიღება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ციტრუსის შტაბს შესაბამისი დავალებები მისცა, რაც უკავშირდება ლოჯისტიკის გამართვას, ასევე ექპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას - ,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა ექსპორტიორს ქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, დოკუმენტაციის გამარტივების თვალსაზრისით. ასევე ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს მათ შორის მოსაკრებლების შემცირების მხრივ, რომლებსაც ექსპორტიორები იხდიან" . თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხალხი გრძნობდეს მთავრობის სიახლოვეს, მუშაობას და კეთდებოდეს ოპერატიული რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებდა. ,,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმავე თანამშრომლობით და მათ შორის იმ ძალიან დიდი მხარდაჭერის ფონზე შევძლებთ ყველა ეს გამოწვევა იქნება ეს ციტრუსის, ეკონომიკის თუ ჯანდაცვის მიმართულებით მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)