|
2020-11-24 21:51:42, 677 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია
"ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მეტი იქნება. „ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველად ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)