|
2020-11-24 12:36:26, 646 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური კრიზისისას აჩვენა, რომ აშშ არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ მხარესაა - კრემერი პომპეოს ვიზიტს უარყოფითად აფასებს
„საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. კრემერი საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ პომპეომ ვიზიტს თავი ვერ გაართვა. კრემერი აცხადებს, რომ პომპეომ გარისკა იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თავადაც „ქართული ოცნების“ მხარესაა, იმის ნაცვლად რომ ეჩვენებინა, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართო. „ჩვეულებრივ, ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია. ეს 2016 წლის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი იყო და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი, 2017 წლის ზაფხულში, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ. თუმცა, მისი ვიზიტის დრო არ იყო კარგი და არ მგონია, რომ მან ვიზიტს თავი კარგად გაართვა. ის ოპოზიციას არ შეხვდა. ის მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს შეხვდა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან ძალიან მოკლე შეხვედრა გამართა. ის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩავიდა. ვფიქრობ, მან გარისკა იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თავადაც “ქართული ოცნების,“ მმართველი პარტიის მხარესაა, იმის ნაცვლად რომ ეჩვენებინა, რომ ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ. მან არ გამართა პრეს-ბრიფინგი, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა ეს მხარდაჭერა მკაფიოდ გამოეხატა“, - განაცხადა კრემერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)