04:56 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 11:12:13, 533 ნახვა

პოლიტიკა
შავ ზღვაში აშშ-ს ხომალდი, „დონალდ კუკი“ შემოვიდა

შავ ზღვაში აშშ-ს ხომალდი, „დონალდ კუკი“ შემოვიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა.

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს“ მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა“, – განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics