16:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 17:05:05, 1792 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოს დამსახურებული არტისტი, გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ

საქართველოს დამსახურებული არტისტი, გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

ცნობისთვის, გოგი ბერიძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(ჰობოი) დაამთავრა. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“, რომელიც დაამთავრა 1958 წელს(ჰობოი), ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან პროფესორი, 1990-2014წწ. ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია; თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; ის მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოს გოგი ბერიძეს კორონავირუსი 21 ოქტომბერს დაუდგინდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics