|
2020-11-22 14:28:40, 442 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდება
"აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდება", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა. "მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. გასულ პარასკევს, მე მქონდა შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამის შედეგად შესაძლოა ვიპოვოთ გზა საქართველოს პარლამენტის სასარგებლოდ. პარლამენტის, რომელიც იქნება მზად, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას და ამავდროულად ის გააუმჯობესებს ქვეყნის წინსვლას ევროპისკენ. მე, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების გამყარებისთვის ვიბრძვი, იმედი მაქვს მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წარმატებას მივაღწევთ. აუცილებელია, რომ საქართველომ შეძლოს, რომ ჰყავდეს, სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნდა იყოს მიზანი და ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამას სჭირდება ლიდერობის უნარი, რომელიც ყველა მხარემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)