|
2020-11-21 20:09:10, 832 ნახვა
პოლიტიკა
კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სადეპუტატო მანდატები „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა
კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სადეპუტატო მანდატები „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. „როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქლაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, შესაბამისად მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციას შორის კი მანდატები ასე ნაწილდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)