|
2020-11-21 09:11:28, 704 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება
მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევო პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ განსხვავების მიუხედავად, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა ისწავლოს ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. „მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რაც შეიძლებ ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართულმა ამომრჩეველმა პიველ ტურში და მეორე ტურში პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგელობა, ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ორმატებში პარლამენტში, რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა და დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)