03:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 23:36:14, 440 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია

„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დათმობს გამარჯვებას, რომელიც მილიონობით ადამიანის პოზიციაა

„ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული - როგორც თავისუფალი და კონკურენტული. 

ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ, ბუნებრივია, ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, აქ ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ - გამარჯვება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომლებიც გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებში და რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას და მის მიერ აღებულ კურსს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის პოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics