03:46 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 14:24:56, 447 ნახვა

პოლიტიკა
„შერატონში“ ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეხვედრა ჩაინიშნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართება, გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა.

„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა.

ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics