02:40 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 15:47:21, 570 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

შალვა ნათელაშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, ტელეკამერების წინ მოაწერა ხელი.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ამომრჩეველს არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა.

 ,,მინდა, მოვუწოდო მთელ საქართველოს, კვირას როდესაც ე.წ. მეორე ტური უნდა ჩატარდეს, სადაც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას და რჩებიან მარტო ქოცხროვის კანდიდატები, არავინ გადგათ სახლიდან ფეხი. მათ შორის „ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, მეგობრებო, დარჩით სახლში კვირას, ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის გზას, ნუ გაივლით წიწამურის გზას, თქვენი მისვლა იმ უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics