02:40 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 14:27:57, 659 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, ფაქტობრივი და სამართლებრივი ბლეფია

ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, ფაქტობრივი და სამართლებრივი ბლეფია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური აუცილებლად შედგება.

„მეორე ტურთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ აუცილებლად იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, იქნება 41 ანუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებით მეორე ტურზეც. მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics