22:58 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 17:38:20, 740 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - თავხედური განცხადებები ე.წ სირცხვილის კორიდორზე, „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაა ამომრჩევლისადმი

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის გუშინდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აღნიშნულ განცხადებას გაემიჯნა.

„არ შემიძლია არ შევეხო ე.წ. სირცხვილის კორიდორის, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგია რომ ამ მიდგომას გაემიჯნა უკვე რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან. ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის მიმართ. რამდენიმე მათგანმა გაბედა, რომ დაეანონსებინა სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ეს სახე მეორე ტურისთვის. ეს წარმოუდგენელია, რადგან ალბათ, არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსი რამ რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან განხორციელებულიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics