|
2020-11-16 13:41:32, 578 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - „სირცხვილის კორიდორებში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია „სირცხვილის კორიდორებში“ მონაწილეობას არ აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე აქტუალურია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დროს გაიმართება. „ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში და პირველ ტურში, არამედ პრობლემაა ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურის დროს. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ისე, ამ შემთხვევაში, სირცხვილის კორიდორის წინააღმდეგი ვარ,ზოგადად - არა. კარგი იდეაა ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა, მაგრამ ახლა აქტუალურია შემდეგი საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია, რომელიც იქნება პომპეოს ჩამოსვლის დროს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, 17-18 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. 18 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით მდუმარე აქციას გამართავენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)