|
2020-11-16 12:36:52, 497 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობა“, ძალადობრივი გზით, ცდილობს წაართვას ხალხს არჩევანის უფლება და მიიტაცოს ხელისუფლება
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ. თუმცა, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოს სცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას. მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება. თუ, თავისი არსითა და ხასიათით, ეს ამ ჩარჩოს არ გასცდება, მაინც ანტიდემოკრატიული ქმედებაა, რადგან ხალხს, რომელსაც წელიწადში ერთი დღე აქვს, რომ გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, არ მისცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ხელი შეუშალონ და ეს, ავტომატურად, ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ, ხალხს არჩევანის უფლება წაართვან და მიიტაცონ ხელისუფლება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)