|
2020-11-14 09:18:30, 364 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რასაკვირველია, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაიკ პომპეოს დავხვდეთ ჩვეული სტუმართმოყვარეობით და პოზიტიური დღის წესრიგით",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების სერიის ფარგლებში ეწვევა. „ჩვენ მოველით, რომ იქნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველო-ამერიკის ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. ეს საკითხები ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)